20-21 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემები: რეალობა და პერსპექტივები“.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლელა ქელბაქიანი. მან სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის წარსული და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე კოლეგების წინაშე წარდგნენ პადერბორნის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს როზენტალი (გერმანია), კიევის ტრანსპორტის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტის, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი ლუდმილა კოზაკი (უკრაინა), ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე ხმალაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი პაატა კოღუაშვილი.
პლენარული სხდომა სექციებში მუშაობით გაგრძელდა. კონფერენციაში მონაწილეობისათვის ქართველ მეცნიერებთან ერთად მოხსენებები წარმოადგინეს უკრაინელმა, გერმანელმა და რუსმა სწავლულებმა. სულ წარმოდგენილი იყო 52 მოხსენება. გამოიცა და მონაწილეებს დაურიგდა კონფერენციის შრომათა კრებული. ნაშრომების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ყველა მოხსენებას დაერთვის სრულყოფილი ინგლისურენოვანი თარგმანი.
კონფერენციაში საქართველოს ბევრი უმაღლესი სასწავლებელი იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკოს-ექსპერტთა მონაწილეობა მათ მიერ დანახული პრობლემები ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემატიკის კონტექსტში.
კონფერენციის მეორე დღე კონფერენციის მუშაობის შედეგების შეჯამებას და უცხოელ სტუმართათვის კულტურულ პროგრამას დაეთმო.
{Gallery dir='news/24-10-2012'}