2 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი Geocapital Education-სა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის გრძელვადიან ურთიერთობას, რომლის თანახმადაც Geocapital Education ჩაატარებს ლექციებს როგორც საკუთარი მსმენელებისათვის, ასევე ლექციების ცალკეულ კურსს სპეციალურად უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციისათვის. ამავდროულად, ერთთთვიან სტაჟირებაზე მიიღებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დასახელებულ ათ საუკეთესო სტუდენტს.
ტრენინგებს ჩაატარებენ საზღვარგარეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, მათ შორის დაან ხარმსენი, რალფ ბერლესონი, მაიკ მაკკარტი და სხვები.
{Gallery dir='news/06-11-2012'}