განახლებული რაბათი კვლავ დიდ ინტერესს იწვევს როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობ დამთვალიერებელთა შორის. სწორედ ამ დიდი ინტერესისა და სურვილის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და თანადაფინანსებით პირველი კურსის სტუდენტებისათვის მოეწყო ექსკურსია ახალციხეში. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს რაბათის ახლადრესტავრირებული კომპლექსი, მოისმინეს ქალაქის შექმნის ისტორია, ცნობილი თუ აქამდე ნაკლებად ნაცნობი ისტორიული ფაქტები.
აღნიშნული ღონისძიება შესანიშნავი საშუალება გახლდათ ერთმანეთის გასაცნობად, დასაახლოებლად და ინტერესის სფეროების გამოსავლენად.
ექსკურსია სავსე იყო როგორც შემეცნებითი თვალსაზრისით, ასევე იუმორით, სხვადასახვა გასართობებით, მხიარულებითა და ხალისით.
პირველკურსელებთან ერთად იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებითაც გაკეთდა აღნიშნული ექსკურსია.
მადლობა მათ განტვირთვის ერთი შესანიშნავი დღისთვის.
{Gallery dir='news/07-11-2012'}