ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი-ლაშა შავდათუაშვილი ქუთაისი უნივერსიტეტს სტუმრობდა

 

8 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი-ლაშა შავდათუაშვილი. შეხვედრა შედგა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარის -ბატონ რეზო რობაქიძის ინიციატივითა და დახმარებით.

დარბაზი სავსე იყო სტუდენტებითა და პროფესორ-მასწავლებლებით. შეხვედრაზე გაჟღერდა მრავალი მილოცვა, კეთილი სურვილები. აუდიტორიიდან იგრძნობოდა ერთგვარი სიამაყე,შედგა გულწრფელი დიალოგი: დარბაზიდან წამოსულ ბევრ საინტერესო შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი ოლიმპოურმა ჩემპიონმა და მისმა მწვრთნელმა, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის ლაშა შავდათუაშვილის  მაშტაბურ და გრანდიოზულ წარმატებაში.

ასეთი მიღწევების მქონე ახალგაზრდის სტუმრობა ერთგვარი სტიმულიცაა სტუდენტებისთვის, რამეთუ  ლაშამ საკმაოდ მკაფიოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა, როგორც საკუთარი, ასევე ზოგადად, დასახული მიზნის  ასრულებისთვის საჭირო დაუღალავი შრომის აუცილებლობა,რაც ადრე თუ გვიან შედეგს უთუოდ გამოიღებს.

დასასრულს, უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანმა-ბატონმა კახაბერ გაბელაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სტუმარს. თავის მხრივ, იმერეთის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ-  ბატონმა რეზო რობაქიძემ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას  გადასცა საკუთარი წიგნი-,,ოლიმპიური თამაშები და ქართულ ასპარეზობათა ქრონიკები“.

გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

{Gallery dir='news/09-11-2012'}