2012 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ცხადდება დოქტორანტთა მიღება უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: ბიზნესის მართვა (კონცენტრაციით: ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი); ეკონომიკა (კონცენტრაციით: მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, რეგიონულ ეკონომიკა).
დოქტორანტურაში მიღება განხორციელდება ქუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად.
დოქტორანტურაში მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენების B2 დონეზე ცოდნა (B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე კონკურსანტები თავისუფლდებიან უცხო ენაში მისაღები გამოცდისაგან).
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელსაც უნდა ერთვოდეს:
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დიპლომის დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის
მქონე მეცნიერ-სპეციალისტის სარეკომენდაციო წერილი;
- სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები,
კონფერენციებში მონაწილეობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა
საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- ორი ფოტოსურათი, ზომით 3/4;
- ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული იმ ეროვნულ რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს ქუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო ქუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
გამოცდა უცხო ენაში ტარდება წერითი, ხოლო სპეციალობაში - ზეპირი ან წერითი ფორმით. კონკურსანტის შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: უცხო ენაში - 51 ქულა, სპეციალობაში - 60 ქულა.
დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2012 წლის 18 დეკემბერს, ხოლო სპეციალობაში 24 დეკემბერს.
საგამოცდო საკითხები საგანში:
„ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი“
„ეკონომიკსი“
საგამოცდო ტესტების ნიმუშები:
გერმანული ენის ნიმუში
ინგლისური ენის ნიმუშები (1, 2, 3)