ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კიდევ ერთი კვალიფიციური ნაკადი შეემატა ქვეყანას

 

19 ნოემბერს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა 2011-2012 სასწავლო წლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

 დარბაზში მრავლად იყვნენ  როგორც წლევანდელი, ასევე წინა წლების კურსდამთავრებულები, რომელთა უმრავლესობა დღესდღეობით დასაქმებულია და  წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურების მრავალ სფეროში.

 საღამოზე მოწვეული გახლდათ სხვადასხვა უნივერსიტეტების  სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები; ასევე ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები. წარმომადგენლები ქალაქის თვითმმარათველობიდან, მერიის კულტურისა და ახალგაზრდული დეპარტამენტებიდან, საბანკო და სადაზღვევო სექტორებიდან.

კურსდამთავრებულებს მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა-ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა, შემდგომი წარმატებები უსურვა მათ  და გადასცა დიპლომები.

პირველი ნაწილის კულმინაცია მაღლა ასროლილი ქუდები გახლდათ.

მაგრამ საღამო ამით არ დასრულებულა, არაჩვეულებრივმა და ნიჭიერმა მომღერლებმა-სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა თავიანთი სიმღერებითა და უზადო საშემსრულებლო მანერით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მაყურებელი.

კიდევ ერთხელ მთელი უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებას.

{Gallery dir='news/21-11-2012'}


ბოლო სიახლეები