ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუმრად ახალციხეში

 

2012 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ახალციხის უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში.

მინი ფეხბურთში ქუთაისის უნივერსიტეტის ნაკრებმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში II ადგილი დაიკავა , ხოლო ინტელექტუალურ თამაშში-,,რა,სად,როდის?“ პირველობა არავის დაუთმო ჯუბა ჯიმშელეიშვილის ხუთეულმა.

მასპინძლებმა ჩასულ სტუმრებს უმასპინძლეს და დაუვიწყარი გასეირნება მოუწყვეს რესტავრირებულ რაბათის ციხეში.

უნივერსიტეტების თვითმმართველობების თანამშრომლობის ერთმა დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.

სტუდენტები ქუთაისის უნივერსიტეტის თვითმმართველობას მადლობას უხდიან აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის.


ბოლო სიახლეები