საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებენ პროექტს „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“, პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გენდერულ და ქალის პოლიტიკურად გაძლიერების საკითხებზე.
ორგანიზაცია მართავს საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის ქუთაისის უნივერსიტეტში.
ლექციის თემაა „გენდერული თანასწორობა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერება“. ლექციას წარუძღვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი ირინა ჟვანია.
ლექცია გაიმართება ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 28 ნოემბერს 13სთ-ზე.