28 ნოემბერს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ლექცია თემაზე-„გენდერული თანასწორობა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერება“ წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა- ირინა ჟვანიამ,რომელმაც მსმენელთა დიდი ინტერესი და მოსმენის შემდგომ კი მრავალმხრივი დისკუსია გამოიწვია.
აღნიშნულ ლექციას მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა და ჯანსაღი პოლემიკა,რამეთუ დარბაზში დაფიქსირდა, როგორც ერთსულოვნება გარკვეული საკითხების მიმართ, ასევე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები.
საერთო ჯამში შეხვედრა იყო ფრიად საინტერესო და სასარგებლო,როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთათვის, ასევე სტუმრებისთვისაც.
{Gallery dir='news/01-12-2012'}