ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გადამზადების პროგრამა კურსდამთავრებულებისათვის - კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში

APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე  აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი და ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.apmterminals.com

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და განვითარება.

 

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ნიჭიერი ახალგაზრდა და გსურთ შეიქმნათ წარმატებული კარიერა, InPort საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის - ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს  პრაქტიკულ დავალებებს,  დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურში.

 

ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც შედგება ორი - 8 კვირიანი თეორიული და 12 კვირიანი პრაქტიკული მოდულისაგან და მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილეებს მენეჯერული (ლოჯისტიკა/ოპერაციების მართვა, ოპერაციების დაგეგმვა, ადამიანური რესურსები, კომერციული/მარკეტინგი, ფინანსური, შესყიდვების მართვა)  და ტექნიკურ-პროფესიული (საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ინჟინერია, ავტომატიზაცია, ტექნიკური პროექტების/პროცესების მართვა) მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს, ბიზნეს მიდგომებისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გასავითარებლად
  • დახმარებას პროფესიული ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებაში
  • საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას
  • სხვადასხვა მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას
  • თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას
  • მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში
  • რეალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მომზადებას

 

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური ან ბიზნესის მართვის მიმართულების კურსდამთავრებული (ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი)
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი ათვისების უნარი და ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ქმედებებზე ორიენტირება
  • წინდახედულობა და ენერგიულობა
  • მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა
  • კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
  • შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სამუშაო კომპიუტერული უნარები

 

პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც წარმატებით გაივლიან შემდეგ შერჩევის საფეხურებს:

  1. სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება ზემოთმოცემული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მიხედვით
  2. შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ფსიქოლოგიური და ლოგიკური აზროვნების ინდექსები, ინგლისური ენის ტესტი
  3. ჯგუფური გასაუბრება
  4. ინდივიდუალური გასაუბრება

 

პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:

  • ყოველთვიური სტიპენდია - 500 ლარი (დარიცხული)
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების დაზღვევა
  • ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი
  • საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში.

 

პროგრამის ჩატარების ადგილი - ფოთი

 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 მაისი. გთხოვთ განცხადებას გამოეხმაუროთ იმელზე: [email protected]

 

Time to make difference!


ბოლო სიახლეები