საერთაშორისო პროექტ „CURE“-ის ფარგლებში სტუდენტთა აქტივობის მიზნით, ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია - „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“-ის წარმომადგენლის თამარ მოსიაშვილის ინფორმირებით, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა კოტე ლექვინაძემ წარადგინა განაცხადი საგრანტო კონკურსზე. საგრანტო პროექტი, რომლის ღირებულება 2500 ლარს შეადგენს, დაიწერა „CURE“ პროექტის მკვლევარ-მასწავლებლების - თინათინ მეფარიშვილისა და გიორგი ჭუმბურიძის დახმარებით.
22 სექტემბერს ქ. თბილისში სასტუმრო ,,რუუმს“-ში გაფორმდა ხელშეკრულება ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა“ და შპს.,,ქუთაისის უნივერსიტეტს“ შორის. გამარჯვებული პროექტის მონაწილეებმა საზოგადოებას წარუდგინეს ადვოკატირების საქმიანობები. მათ შორის ,,ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტმა კოტე ლექვინაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო მომავალი დაგეგმილი აქტივობები: ვიზიტი სკოლებში - როგორც ქუთაისის, ასევე რეგიონების; მათი გაცნობა და ხელმძღვანელობის ამომწურავი ინფორმირება. ლექციები სკოლის მოსწავლეებთან, დებატები სკოლებს შორის, დასკვნითი შეხვედრა და გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. პროექტის განხორციელება ოქტომბრის დასაწყისი დაიწყება. დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად შევძლებთ საზოგადოების დაინტერესებას საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოვიპოვებთ მათ მხარდაჭერას.