ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დებატების კონკურსი 2017

პროექტ „ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთის“ფარგლებში, რომლის ავტორიც გახლავთ  ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი კოტე ლექვინაძე,  უნივერსიტეტის თავისუფალ სივრცეში 17 და 18 ნოემბერს  გაიმართა დებატების კონკურსის ნახევარფინალები.  

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისისა და იმერეთის რეგიონების სკოლები- ქუთისის მე-7 და 26-ე, ასევე წყალტუბოს მე-2 და მაღლაკის 1 საჯარო სკოლა.

პირველი ნახევარფინალის რეზოლუცია გახლდათ - ,,ქართული მიწები უნდა გასხვისდეს უცხოელ ინვესტორებზე’’.

თემის სიმწვავის გარდა, დებატებს საინტერესოს ხდიდა ის ფაქტიც , რომ კონკურენტმა გუნდებმა კონკურსის დაწყებამდე არ იცოდნენ დაამტკიცებდნენ თუ უარყოფთდნენ თემას .
ძალიან საინტერესო და დაძაბული დებატების შემდეგ  ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი 

გაიმარჯვა - ქუთაისის მე-7-ე საჯარო სკოლამ .

 

მეორე ნახევარ ფინალის რეზოლუცია -  \\\"გლობალიზაცია აუცილებელია და ის მსოფლიოზე დადებითად აისახება\\\"

რეგიონების სკოლებს შორის  დებატების  კონკურსში გაიმარჯვა - მაღლაკის პირველმა საჯარო სკოლამ. 
დებატებს უძღვებოდა - თინათინ მეფარიშილი .

დამარცხებულ გუნდებს გადაეცა მოკრძალებული საჩუქრები სერტიფიკატებთან ერთად .
ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ქუთაისის 26-ე და წყალტუბოს მე-2ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ვუსურვებთ დიდ წარმატებას კარიერულ წინსვლაში .

შეგახსენებთ,რომ პროექტის ფარგლებში ფინალური შეხვედრა გაიმართება ა.წ. 25 ნოემბერს 12 საათზე.