ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

„ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდები. ავსტრიული გამოცდილება“

„ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდები. ავსტრიული გამოცდილება“

მიმდინარე წლის 8 ივნისსპარასკევს, 16:00 საათზე, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის  საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებისთვისგაიმართება ტრეინინგი თემაზე „ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდები. ავსტრიული გამოცდილება“, რომელსაც გაუძღვებიან ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ელგუჯა დეისაძე და მოწვეული მასწავლებელი გიორგი ჭუმბურიძე.

 

ტრეინინგი ტარდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+ - ის პროექტის \"კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში\" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში, ზემო ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტსა (PH OÖ – ქ. ლინცი) და პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (PLUS - ქ. ზალცბურგი) გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.

 

მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: 

 

  • თემზე დაფუძნებული სწავლება (სამოქალაქო ჩართულობა, საზოგადოებრივი სერვისი, სოციალური მეწარმოება, ადგილზე და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება);
  • „ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ – VaKE (Values and Knowledge Education) - პროტოტიპული მიდგომა და თეორიული საფუძველი;
  • დილემაზე დაფუძნებული სწავლება და ღირებულებითი განათლება.

ბოლო სიახლეები