ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ჩატარდა ტრეინინგი თემაზე „ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდები. ავსტრიული გამოცდილება“

სწავლების მეთოდების მუდმივი განახლება-სრულყოფა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების საფუძველზე შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა. სწორედ ამ ამოცანის ეტაპობრივად განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, პარასკევს, 16:00 საათზე, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის  საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებისთვის გაიმართა ტრეინინგი თემაზე „ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდები. ავსტრიული გამოცდილება“, რომელსაც უძღვებოდნენ ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ელგუჯა დეისაძე და მოწვეული მასწავლებელი გიორგი ჭუმბურიძე.

 

ტრეინინგი ჩატარდა  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+ - ის პროექტის \"კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში\" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში, ზემო ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტსა (PH OÖ – ქ. ლინცი) და პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (PLUS - ქ. ზალცბურგი) გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.

 

ტრეინინგის მონაწილეებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდის - ღირებულებითი განათლების განხილვამ. ღირებულებისა და ცოდნის განათლება (Values and Knowledge Education - VaKE) ისეთი დიდაქტიკური მეთოდია, რომელიც კონსტრუქციულ საფუძველზე ცოდნისა და ღირებულებების დაკავშირების, გაერთიანების საშუალებას იძლევა. VaKE, როგორც ინსტრუმენტი, შემუშავდა ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორის - ჟან-ლუკ პატრის მიერ (Jean Luc Patry). პროფესორი პატრი და მისი გუნდი წლებია მუშაობენ ამ ინსტრუმენტის განვითარებასა და საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვაზე, იკვლევენ შედეგებს.

 

ტრეინინგზე დაანონსდა თავად VaKE-ის მეთოდოლოგიის შემომქმედის ვიზიტი საქართველოში, რომელიც, მიმდინარე წლის 29-30 ივნისს, შპს ქუთაისის უნივერსიტეტშიც ჩაატარებს ორდღიან პრაქტიკულ-მეთოდოლოგიურ სემინარს.

 

ტრეინინგის დასასრულს შპს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა - დავით თვალთვაძემ ფაკულტეტის 30 ლექტორ-მასწავლებელს გადასცა ტრეინინგზე დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატები.   


ბოლო სიახლეები