ამა წლის 15-16 ივნისს, შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდება რიგით მე-5 ეროვნული შეხვედრა ევროკავშირის CURE პროექტის ფარგლებში. შეხვედრებს დაესწრებიან CURE კონსორციუმის ყველა ქართული ორგანიზაციის წარმომადგენლები:
საქართველოში CURE პროექტის კოორდინატორ დაწესებულებას წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ისუ). სამუშაო შეხვედრების დღის წესრიგი (იხ. ბმული) მოამზადა
ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა შორენა მაღლაკელიძემ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით წარიმართება აღნიშნული პროექტის სამუშაო შეხვედრები.
მე-5 ეროვნული შეხვედრის მიზანია CURE-ს კონსორციუმის მე-4 საერთაშორისო საკოორდინაციო შეხვედრისთვის მომზადება, რომელიც ამა წლის 2-6 ივლისს უნდა გაიმართოს ქ. ბათუმში.