ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ავსტრიელი ექსპერტის ორდღიანი ტრენინგ-სემინარი შპს ქუთაისის უნივერსიტეტში  “CURE” პროექტის ფარგლებში

ავსტრიელი ექსპერტის ორდღიანი ტრენინგ-სემინარი შპს ქუთაისის უნივერსიტეტში “CURE” პროექტის ფარგლებში

„ERASMUS +“ საერთაშორისო პროგრამის “CURE” პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 29-30 ივნისს შპს ქუთაისის უნივერსიტეტს ორი დღით ეწვევა ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და დოქტორი ჟან-ლუკ პატრი. იგი ინგლისურ ენაზე ჩაატარებს ორდღიან ინტენსიურ ტრენინგ-სემინარს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდის „ცოდნა და ღირებულებითი განათლების“ შესახებ (ინგლ. Value and Knowledge Education; შემოკლ. VaKE), რომლის ავტორი თავად ავსტრიელი ექსპერტი გახლავთ.

ორდღიანი ტრენინგ-სემინარი შედგება შემდეგი გრაფიკით:

  • პირველი დღე , 29 ივნისი. 14:00 სთ - 17:00 სთ.
  • მეორე დღე, 30 ივნისი. 11:00 სთ- 13:00 სთ.

პირველ დღეს ავსტრიელი ექსპერტი შესავალი თეორიული ნაწილის ახსნის შემდეგ განიხილავს ერთ-ერთ დილემას სამოქალაქო განათლების თემატიკაზე, ხოლო მეორე დღე სრულიად დაეთმობა დილემას, რომლის თემატიკა ბიზნესთან იქნება დაკავშირებული.

ორივე განსახილველი დილემა წინასწარ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა აღნიშნულ ტრენინგ-სემინარზე მოწვეულნი არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები და ქუთაისის რამდენიმე საჯარო საშუალო სკოლის მასწავლებელი.


ბოლო სიახლეები