ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საბუთების მიღება დაიწყო. 2023-24 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება შეუძლიათ:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდას.
ბ) პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას (შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე (საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი: https://unik.edu.ge/Course/5; ფინანსები: https://unik.edu.ge/Course/4).
გ) პირებს, რომელთაც უდასტურდებათ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ https://unik.edu.ge/LegalActs (ინგლისური ენის გამოცდის შეფასების კრიტერიუმები) შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი წარმოადგენს ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომი), ინგლისური ენის მოთხოვნილი კომპეტენცია დადასტურებულად ჩაითვლება.
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა. საბუთების მიღება იწარმოებს ორ ნაკადად: 29 აგვისტო - 8 სექტემბერი / 19 სექტემბერი - 21 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ქუთაისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
ვ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელი ქუთაისის უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, წერეთლის ქ. #13) ან ელექტრონულად მისამართზე: [email protected]
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა პირებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა სპეციალობაში და ინგლისურ ენაში. შეფასების კრიტერიუმები და დეტალური ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შესახებ იხილეთ ბმულზე:
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შეფასების კრიტერიუმები
პირველ ნაკადზე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის საგამოცდო პროცედურებისთვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები:
გამოცდა უცხო ენაში: 11 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 12 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება: 13 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 14 სექტემბერი
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში: 15 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 16 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება: 18 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 19 სექტემბერი
მეორე ნაკადზე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის საგამოცდო პროცედურებისთვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები:
გამოცდა უცხო ენაში: 22 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 23 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება: 25 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 26 სექტემბერი
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში: 27 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 28 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება: 29 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 30 სექტემბერი
დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 (431) 23 79 79