საბაკალავრო პროგრამები:
ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდებიის წარმატებით ჩაბარება. სხვადასხვა საგანამანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები განისაზღვრება პროგრამების მიხედვით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
სამაგისტრო პროგრამები:
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ან შიდა/გარე მობილობის საფუძველზე, ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია:
ინგლისური ენა |
CEFR B2 |
IELTS exam – 5.5 |
|
BEC exam and CELS exam – Vantage |
|
Cambridge exam – FCE |
|
TOEIC – 785 |
|
TOEFL iBT – 72 |
|
TOEFL ITP – 543 |
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს კანდიდატის მიერ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური) დასრულება (საქართველოში ან საზღვარგარეთ). სავალდებულოა ზემოაღნიშნულის დოკუმენტურად დადასტურება.
პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლებას მოიპოვებენ:
პირები, რომლებსაც „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224ნ ბრძანების საფუძველზე უფლება აქვთ ჩაირიცხონ უნივერს ტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ქართული ენის B2 დონეზე ფლობა „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული პირები არ თავისუფლდებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებისგან (სპეციალობასა და ინგლისურ ენაში-B2 დონე).
პროგრამაზე ასევე დაიშვებიან:
,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
სწავლის დაფინანსება: სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.
სადოქტორო პროგრამები:
სადოქტორო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები: