ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო ასოციაციების წევრობა

საერთაშორისო ასოციაციების წევრობა

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA)

ქუთაისის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია, რაც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს.

ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული. მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://eua.eu/


GUNi-ის ინოვაციური ქსელი

ქუთაისის უნივერსიტეტი GUNi-ის ინოვაციური ქსელის მუდმივი ინსტიტუციური წევრია. GUNi- ს წევრობა ქუთაისის უნივერსიტეტს ცოდნის, ინფორმაციის, მასალების გაცვლისა და უმაღლესი განათლების პოლიტიკის მართვის პრაქტიკისა და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა ახალი პრაქტიკული  საკითხების გაცნობისთვის ეფექტურ პლატფორმას სთავაზობს.

GUNi უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა და ამასთან, იგი ძირითადი საცნობარო-საინფორმაციო დაწესებულებაა უმაღლეს განათლებაში 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის აღსრულებასთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://www.guninetwork.org/


გლობალური ქსელის Businet

ქუთაისის უნივერსიტეტი Businet გლობალური ქსელის წევრია.   თანამშრომლობა ითვალისწინებს ქუთაისის უნივერსიტეტის ჩართულობას Businet-ის მიერ ორგანიზებულ  მასშტაბურ საეთაშორისო ღონისძიებებში.

გლობალური ქსელი Businet ემსახურება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პროგრამების განვითარებასა და სტუდენტების თუ პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების გაზრდის მიზანს.

Businet არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელი (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები და კოლეჯები), რომლებსაც აქვთ სწავლა-სწავლების პროცესისა და ექსტრაკურიკულარული აქტივობების ინტერნაციონალიზაციის საერთო ხედვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://www.businet.org.uk/