ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე არსებული სიმულაციური ცენტრი, თანამედროე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მუდმივად განახლებადი და მულტიფუნქციური დეპარტამენტია. ცენტრი მდიდარია მულაჟებით, სიმულატორებითა და უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ ყველა ის ძირითადი სამედიცინო უნარ-ჩვევა, რომელიც მომავალი საექიმო პრაქტიკისას მათი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ბაზაზე განთავსებულია ლაბორატორიული სექტორი, რომელიც მოიცავს როგორც ლაბორატორიის პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე „სამედიცინო მოდელებზე“ მუშაობის შესაძლებლობას. ჰისტოლოგიურ კაბინეტში კი, სტუდენტებს პრაქტიკულად შეუძლიათ მიკროსკოპის მეშვეობით იმუშაონ ნორმალური და პათოლოგიური „ქსოვილების“ შესასწავლად.
სიმულაციურ ცენტრში მიმდინარეობს მოზრდილი და პედიატრიული სექტორის პაციენტებისათვის განკუთვნილი მანიპულაციების შესწავლა. სტუდენტები პრაქტიკაში ახორციელებენ მოვლის კლინიკური უნარ-ჩვევების, პირველადი გადაუდებელი და ქირურგიული დახმარების უნარების გამომუშავებას, რაც გულისხმობს:
სწავლების ყველა ეტაპზე კლინიკურ უნარ-ჩვევებში სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო პროგრამის დასრულებისთანავე ტარდება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), სტუდენტი ახდენს სხვადასხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარების დემონსტრირებას. თითოეულ ოთახში დამონტაჟებული ვიდეო კამერები და მიკროფონები, რაც ხმისა და ვიდეოს ჩაწერის საშუალებას იძლევა. კონტროლის მექანიზმი მნიშვნელოვანად უწყობს ხელს მინიმუმამდე შემცირდეს სტუდენტისა და ლექტორის კომუნიკაცია და გამოსაცდელს მიეცეს საშუალება მშვიდ და თავისუფალ გარემოში შეასრულოს არსებული დავალება. ყოველი გამოცდის დასრულების შემდგომ კი, წარმოებს სტუდენტთა შეფასებებისა და უკუკავშირის ანალიზი, რაც ამარტივებს სასწავლო კურსების შემდგომში დახვეწას და სრულყოფას. ცენტრის საქმიანობას არეგულირებს მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის საქმიანობის წესი.