ამჟამად, ქუთაისის უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის (ერაზმუს+) ორ მიმდინარე პროექტში: „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (E-PSY) და ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD)
E-PSY „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. ასევე, პროექტი ითვალისწინებს: ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნას სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში; პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას; რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციების შემუშავებას; ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას; საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნას.
პროექტის კონსორციუმი შედგება 14 წევრისგან:
პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში:
პარტნიორები ევროკავშირში:
სამთავრობო პარტნიორები:
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://epsy.ge/ka/partners/
2023 წლის 19 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების გახსნა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფინალური კონფერენცია.სადაც მოხდა პროექტით გათვალისწიენბული შედეგების შეჯამება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:: https://epsy.ge/ka/news/59
RURD ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდას რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზებას, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტის კონსორციუმი შედგება 16 წევრისგან:
პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში:
პარტნიორები ევროკავშირში:
სამთავრობო პარტნიორები:
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: https://rurd.atsu.edu.ge/
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ქუთაისის უნივერსიტეტს აქვს 12 საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, ესენია:
# |
პროგრამა |
პროექტის ნომერი |
ბენეფიციარი ორგანიზაცია |
პროექტის სახელწოდება/ ინტერისტიტუციონალური შეთანხმება |
1 |
ერასმუს+ |
617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) |
E-PSY-სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში |
2 |
ერასმუს +
|
609741-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-SP |
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) |
RURD - უნივერსიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში |
3 |
ერასმუს +
|
N573322-EPP-1-2016-IL-EPPKA2-CBHE-JP |
გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ისრაელი) |
CURE - „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განთლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“ |
4 |
ერასმუს + |
561724-EPP-1-2015-1-DE-EPPKA2-CBHE-JP |
მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერისტეტი (გერმანია) / ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) |
EUCA-INVEST - ინვესტირება კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამეწარმეო უნივერსიტეტებში |
5 |
ტემპუსი |
544521-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-SMHES |
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია) |
EANet - მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელი |
6 |
ტემპუსი |
543657-TEMPUS-1-2013-1-KZ-TEMPUS-JPGR |
ტურარ რისკულოვოს ეკონომიკური უნივერსიტეტი (ყაზახეთი) - ახლანდელი სახელწოდება: „ნარხოზ“-ის უნივერსიტეტი |
PEOPLE - საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების მეშვეობით |
7 |
ტემპუსი |
543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES |
პადერბორნის უნივერსიტეტი (გერმანია) |
Cruise-T - შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის კომპეტენციათა ცენტრების ქსელის შექმნა |
8 |
ერასმუსმუნდუსი |
545650-EM-1-2013-1-ES-ERA MUNDUS-EMA21
|
სევილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი) |
EMBER – ერასმუს მუნდუს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება |
9 |
ერასმუს მუნდუსი |
545743-EM-1-2013-1-EE-ERA MUNDUS-EMA21 |
ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) |
HUMERIA – ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, კვლევა, საერთაშორისო ურთიერთობები და ხელოვნება ევროკავშირისა და ENPI-ის უსდ-ებს შორის |
10 |
ტემპუსი |
530181-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-SMGR |
კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია) |
INURE - უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროპის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე (BY, GE, MD, UA) |
11 |
ტემპუსი |
TEMPUS 511035-TEMPUS-1-2010-1-DE-TEMPUS- SMGR |
ASIIN-ის ჯგუფი(გერმანია) |
PICQA - უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის განვითარება |
12 |
ტემპუსი |
158739-TEMPUS-2009-DE-JPHES |
პადერბორნის უნივერსიტეტი (გერმანია) |
WeNeT- დისტანციური სწავლება და გადამზადება ტურიზმის სფეროში
|