ჩვენს შესახებ:
„ქუთაისის უნივერსიტეტის“ იურიდიული კლინიკა ფუნქციონირებს 2020 წლიდან
იურიდიული კლინიკა გთავაზობთ უფასო იურიდიულ მომსახურეობას;
იურიდიული კლინიკა გთავაზობთ სტაჟირებას ბაკალავრიატის, მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის
იურიდიული კლინიკის მიზანია:
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში უფასო იურიდიული მომსახურების მიწოდება ფიზიკური, ან იურიდიული პირებისათვის, წარმომადგენლობა იმერეთის მუნიციპალიტეტის მაშტაბით.
საქმეთა კატეგორია:
სამოქალაქო სამართალი;
შრომითი სამართალი;
ადმინისტრაციული სამართალი;
საბანკო სამართალი;
სამშენებლო სამართალი;
სამედიცინო სამართალი;
იურიდიული მომსახურეობა მოიცავს:
უფასო იურიდიულ კონსულტაცია (ზეპირი, ან წერილობითი ფორმით)
განცხადების,საჩივრის, შუამდგომლობის სარჩელის/შესაგებლის,
ხელშეკრულების, ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
უფასო წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში
წარმომადგენლობა საარბიტრაჟო განხილვასა და მედიაციაში.
ვის შეუძლია მიიღოს იურიდიული მომსახურეობა?
იურიდიული მომსახურეობა შეუძლია მიიღოს:
საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს;
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ იურიდიულ პირს;
კონტაქტი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00საათამდე.
მისამართი: ქუთაისი, წერეთლის ქ. #13, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“.
ტელეფონი: (0431) 23-79-79
საკონტაქტო პირი: იურიდიული კლინიკის კოორდინატორი - თამარ ამაღლობელი.
Email: [email protected]