შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება როგორც ა) ერასმუს + პროექტების და საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ბ) პარტნიორ უნივერსიტეტებთან ბილატერალური შეთანხმებების საფუძველზე.
ა) შპს ქუთაისის უნივერსიტეტმა ერასმუს+ის პროექტებისა და საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფაგრლებში აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების საერთაშორისო მობილობა განახორციელა შემდეგ უნივერსიტეტებში: ზალცბურგის პარიზ-ლოდრონის სახელობის უნივერსიტეტი (ავსტრია); ზემო ავსტრიის პედაგოგიურ უნივერსიტეტში (ავსტრია); ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ნიდერლანდები); გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი (შოტლანდია); მინჰოს უნივერსიტეტი (პორტუგალია); ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა); კენტერბერიის ქრისტეს ეკლესიის უნივერიტეტი (დიდი ბრიტანეთი); იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი); ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი); მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი); ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი (რუმინეთი); გორდონის სახელობის აკადემიური უნივერსიტეტი (ისრაელი); მოფეტის ინსტიტუტი (ისრაელი); ყირგიზეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი (ყირგიზეთი); სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (სომხეთი).
კერძოდ, 2017-2019 წლებში, ერასმუს+ პროექტების ფარგლებში საერთაშორისო მობილობა განახორციელა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის 29 თანამშრომელმა. ადმინისტრაციის 12-მა თანამშრომელმა და აკადემიური თანამდებობის მქონე 17-მა პირმა მონაწილეობა მიიღო საკოორდინაციო შეხვედრებში, კონფრენციებსა და ტრენინგ-სემინარებში სამოქალაქო განათლების, მდგრადი განვითარებისა და განათლების მენეჯმენტის მიმართულებით. ამავე წლებში, საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით ისარგებლა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის 9 სტუდენტმა ( საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი- 1; ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 5; ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა - 3). მობილობის ხანგრძლივობა შეადგენდა 1 ან 2 სემესტრს. 2020-2021 აკადემიურ წელს, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის პარტნიორების სიას ერასმუს+ის საერთაშორისო კრედიტების მობილობის ფარგლებში დაემატა ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი (რუმინეთი).
ბ) შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალის და სტუდენტებს, ბილატერალური შეთანახმებების საფუძველზე საერთაშორისო მობილობის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ 19 პარნტიორ უნივერსიტეტში. ესენია: სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი; პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი, ჩეხეთი; ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი; პოზნანის საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი, პოლონეთი; დაბროვა გორნიცას WSB საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი, პოლონეთი; რიგის სტრადინს უნივერსიტეტი, ლატვია; კლაიპედას უნივერსიტი, ლიეტუვა; ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი; დიმტირი ცანტემირის ტირგუ მიურეს უნივერსიტეტი, რუმინეთი; ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი, რუმინეთი; ზაპოროჟიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა; ლვოვის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა; ხარკოვის სამედიცინო აკადემია, უკრაინა; ხარკოვის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა; ხორტიციის ნაციონალური აკადემია, უკრაინა; სინციანის უნივერსიტეტი, ჩინეთი; სტეკომის უნივერსიტეტი, ინდონეზია; ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიეტუვა; დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტი, საფრანგეთი. 2020-2021 სასწავლო წლის პერიოდში შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ბილეტარული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან პოლონეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებში.
ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.