ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის, ყველაზე მოთხოვნად საგანამანათლებლო პროგრამებს ახლორციელებს, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე.  ჩვენი კურსდამთავრებულები, არიან კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე, რადგან უნივერსიტეტი მათ თავაზობს ამისათვის ყველა საჭირო რესურსს.

ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ ენაზე. ფაკულტეტზე დასაქმებულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორები, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მიზანია, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობაში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში;

საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის ბიზნესისა და მეწარმეობის თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების საფუძვლიანი ცოდნის და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას; პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს უპასუხონ თანამედროვე ბიზნესგარემოს გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

ფაკულტეტის ორგანიზებით, ხშირად იმართება, საჯარო ლექციები და ტრენინგები,  ფაკულტეტზე მოქმედებს ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“, რომელიც  ინდექსირებულია სხვადასხვა რეფერირებად ბაზაში. სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა 90% დასაქმებულია მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად.



 

 

 

 

 

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. შესაბამისად, ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის უახლეს საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე.  ჩვენს კურსდამთავრებულებს საკუთარი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში, რაზეც მათი სპეციალობის მიხედვით დასაქმების 90%-იანი მაჩვენებელი მეტყველებს.

ფაკულტეტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე აკადემიური საზოგადოების გაძლიერებას, სადოქტორო პროგრამის მეშვეობით, რომლის კურსდამთავრებულთა 100% დასაქმებულია.

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლი ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს.

თეონა გრიგოლაშვილი / ფაკულტეტის დეკანი

ადმინისტრაცია

თეონა გრიგოლაშვილი  - ფაკულტეტის დეკანი

დიანა ჯღარკავა - სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

ნიკოლოზ  ჩიხლაძე - სამეცნიერო ჟურნალ “ეკონომიკური პროფილის” რედაქტორი

აზა იფშირაძე - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

გოჩა თუთბერიძე - ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;

ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი;

ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი

მაია აზმაიფარაშვილი - ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

მირზა ხიდაშელი - ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

პანტელეიმონ კლდიაშვილი - საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

ტატიანა მურავსკა - ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი 

თათია დოლიძე - სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელძღვანელი

აკაკი მოსახლიშვილი - ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი